სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„კლინიკური იურიდიული განათლების კონფერენცია – არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები“

ღონისძიებები

8 ივლისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 დარბაზში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის კლინიკასა და სამართლის პრაქტიკულ კლინიკასთან თანამშრომლობით გამართავს კლინიკური იურიდიული განათლების კონფერენციას „კლინიკური იურიდიული განათლების კონფერენცია – არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები“.

კონფერენციაზე მომხსენებლები განიხილავენ სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკური კურსების სპეციფიკას, სტუდენტთა კლინიკურ გამოცდილებას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე არსებულ იმ საერთო/ინდივიდუალურ გამოწვევებს, რომლებიც დგას საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული კლინიკების წინაშე, ასევე დაფინანსებისა და შესაძლო პარტნიორობის პერსპექტივებს.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უნივერსიტეტების იურიდიული კლინიკების წარმომადგენლები, სტუდენტები. ღონისძიებას ფასილიტაციასა და მოდერაციას გაუწევს ნორთვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კლინიკური პროფესორი  ბრიჯიტ არიმონდი.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 8 ივლისი, 10:00-დან 15:00 საათამდე

ადგილმდებარეობა:   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

დეტალური დღის წესრიგი

  • 10:00 – ღონისძიების გახსნა და მისასალმებელი სიტყვა (30 წთ.)
  • 10:30 – უნივერსიტეტების იურიდიული კლინიკების წარმომადგენელთა გამოცდილების გაზიარება (1 სთ.)
  • 11:30 – უნივერსიტეტების იურიდიული კლინიკების სტუდენტთა გამოცდილების გაზიარება (30 წთ.)
  • 12:00 – უნივერსიტეტების იურიდიული კლინიკების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა (1 სთ. 15 წთ.)
  • 13:15 – განხილული გამოწვევების გადაჭრის გზები (1 სთ.)
  • 14:15 – პარტნიორობის შესაძლებლობები და პერსპექტივები (30 წთ.)
  • 14:45 – კონფერენციის დახურვა (15 წთ.)

2025

 

ბანერები