სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სასერტიფიკატო პროგრამა „ჯანდაცვის სამართალი, პოლიტიკა და მენეჯმენტი“

სასერტიფიკატო კურსი „ჯანდაცვის სამართალი, პოლიტიკა და მენეჯმენტი“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე "ჯანდაცვის სამართალი, პოლიტიკა და მენეჯმენტი".

„ჯანდაცვის სამართლის, პოლიტიკისა და მენეჯმენტის“ სასერტიფიკატო პროგრამა განკუთვნილია იურისტებისთვის, ჯანდაცვის მენეჯერებისთვის, სტუდენტებისა და ნებისმიერი ადამიანისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ჯანდაცვის პოლიტიკით და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირების ასპექტებით. ასევე მათთვის, ვისაც სურთ გაიღრმაონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ჯანდაცვის მენეჯმენტში.

სერტიფიკატი: სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ჯანდაცვის პოლიტიკისა და ადმინისტრირების სასერტიფიკატო პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები. ასევე კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.

სწავლის ხანგრძლივობა: 9 კვირა. ლექციები გაიმართება სამუშაო დღეებში, კვირაში სამჯერ, 19:00-დან 21:30 საათამდე.

პროგრამის მოცულობა: 62.5 საათი

სწავლების ენა: ქართული (დამატებითი საკითხავი მასალა იქნება ინგლისურ ენაზე).

მიღების პროცედურები: სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nina.kiknadze@gmail.com; საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან (2-დან 5 ოქტომბრის ჩათვლით).

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 30 სექტემბერი

სწავლის დაწყების თარიღი: 2018 წლის 9 ოქტომბერი

პროგრამის ღირებულება: 940 ლარი

კორპორატიული ფასდაკლება: სამი ან მეტი თანამშრომელი - მინუს10%

სწავლების საგნები:

  • უფლება ჯანმრთელობაზე
  • პაციენტისა და ექიმის ურთიერთობის სამართლებრივი და ეთიკური საკითხები
  • ჯანდაცვის პოლიტიკა
  • ჯანდაცვის სამართალი და ბიოეთიკა
  • ჯანდაცვითი პროგრამების მართვა და ადმინისტრირება
  • ჯანდაცვის სისტემის რეგულირება
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მისი კავშირი ადამიანის უფლებებთან
  • ჯანდაცვის სფეროში წარმატებული კამპანიები
  • ფარმაციის პოლიტიკის საფუძვლები
  • საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სიტუაციური ანალიზი
  • ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა

საკონტაქტო პირი: ნინო კიკნაძე, nina.kiknadze@gmail.com; 577 900 515

ბანერები