საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2026-2027 ს.წ. შემოდგომის სემესტრისთვის ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები აპელაციის და საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით
ახალი ამბები
1. ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის მეცნიერებები (ინგლისურენოვანი) - რეიტინგული სია
2. გამოყენებითი გენეტიკა - რეიტინგული სია
3. გამოყენებითი გენეტიკა (ENG) - რეიტინგული სია
4. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები - რეიტინგული სია
ხელშეკრულების გაფორმება
მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი განრიგით :
- ა) ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2026 წლის 11 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, H კორპუსი, აუდიტორია N105 (მის.: ილია ჭავჭავაძის გამზ. 45)
- ბ) სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2026 წლის 14 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, H კორპუსი, აუდიტორია N105 (მის.: ილია ჭავჭავაძის გამზ. 45)
- მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის ბაზაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და დამატებით ქვემოთჩამოთვლილი დოკუმენტები, ასევე, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი:
ა) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3x4 ;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი.
გ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, უნდა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;
დ) პირადობის მოწმობა;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ვ) 2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარათი/საიდენტიფიკაციო ბარათი;
ზ) რეზიუმე (CV);
თ) იმ მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელიც აბარებდა სამაგისტრო პროგრამებზე “გამოყენებითი გენეტიკა (ინგლისურენოვანი) ან “ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის მეცნიერებები (ინგლისურენოვანი)” უნდა წარმოადგინოს დანართი 1 თანახმად მოთხოვნილი დოკუმენტის დედანი (იმ შემთხვევაში თუ იგი გათავისუფლებულ იქნა ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისგან).
ი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მოთხოვნის შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი.
კ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით, საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა და თავისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ერთზე მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს მხოლოდ ერთ სამაგისტრო პროგრამაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში (ძირითადი სიისთვის 2026 წ. 11 სექტემბერი, სათადარიგო სიისთვის – 2026 წ. 14 სექტემბერი) არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2026