საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მაგისტრანტ ნინო ორაგველიძის ნაშრომის “Ice Nucleation Properties Over the Oceans“ დაცვა

ღონისძიებები

22 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ატმოსფერული მეცნიერებების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის (InMas) სტუდენტი ნინო ორაგველიძე დაიცავს სამაგისტრო ნაშრომს “Ice Nucleation Properties Over the Oceans”.

ნინო ორაგველიძეს მიენიჭება ორმაგი სამაგისტრო ხარისხი:

  • მეცნიერების მაგისტრი ატმოსფერულ მეცნიერებებში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • დედამიწისა და პლანეტების, გარემოს მეცნიერებების მაგისტრი (კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტი, კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი)

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად გაიცემა ორმაგი დიპლომი ატმოსფერული მეცნიერებების დარგში.

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა InMas განაგრძობს სტუდენტთა მიღებას. დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაუკავშირდნენ პროგრამის ხელმძღვანელებს ელექტრონულ მისამართებზე: didebulidze@iliauni.edu.ge; mayatodua@iliauni.edu.ge;  giorgi.dalakishvili@iliauni.edu.ge

ფორმატი: ჰიბრიდული

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 22 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

2026

 

ბანერები