საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ბიოლოგ ჯასტინ ელდენის საჯარო მოხსენება „ჰერპეტოლოგიური კონსერვაცია სენტ-ლუისის ზოოპარკში“

ღონისძიებები

18 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში სენტ-ლუისის ზოოპარკის (აშშ) ჰერპეტოლოგიის კურატორი ჯასტინ ელდენი (Justin Elden) წაიკითხავს მოხსენებას თემაზე „ჰერპეტოლოგიური კონსერვაცია სენტ-ლუისის ზოოპარკში“ (Herpetological Conservation of the Saint Louis Zoo).

მომხსენებელი  განიხილავს თანამედროვე ზოოპარკების მნიშვნელობას ამფიბიებისა და ქვეწარმავლების დაცვის საქმეში, საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათა კონსერვაციის პრაქტიკულ მაგალითებს, გამრავლების პროგრამებს, ისაუბრებს საზოგადოების მონაწილეობის როლსა და მნიშვნელობაზე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში.

 სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 18 ივნისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G106 აუდიტორია, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

2026

 

ბანერები