მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტუდენტური კონფერენცია „ევროკავშირი დღეს: ინტეგრაციის გამოწვევები, შესაძლებლობები და პერსპექტივები“

ღონისძიებები

13 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში“ და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და პოსტერების კონკურსი „ევროკავშირი დღეს: ინტეგრაციის გამოწვევები, შესაძლებლობები და პერსპექტივები“.

კონფერენციასა და პოსტერების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების (პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, საჯარო მართვა, სოციოლოგია და სხვ.) საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის პროგრამების სტუდენტებს.

კონფერენცია დაიყოფა 3 თემატურ პანელად:

  1. ევროკავშირის შიდა გამოწვევები: ნაციონალიზმი, პოპულიზმი და დემოკრატიის მედეგობა
  2. ევროკავშირი და ტურბულენტური საერთაშორისო წესრიგი
  3. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები: გამოწვევები და პერსპექტივები

საუკეთესო მოხსენებებისა და პოსტერების ავტორები დაჯილდოვდებიან ლიგამუსის ვაუჩერებით. საუკეთესო მოხსენებები ასევე გამოქვეყნდება ელექტრონულად.

კონფერენციისა და პოსტერების კონკურსის მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

კონფერენციასა და პოსტერების გამოფენაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ საკონფერენციო მოხსენების მოკლე აღწერა და/ან პოსტერის ფოტო. გაითვალისწინეთ, რომ მოხსენების თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის ზემოთ ჩამოთვლილი თემატური პანელებიდან ერთ-ერთს. შესაძლებელია, როგორც მხოლოდ მოხსენების, ასევე მხოლოდ პოსტერის წარმოდგენა.

დოკუმენტაცია:

  • მოხსენების ტექსტი ძირითადი თეზისების სახით (დაახლოებით 800-1000 სიტყვა)
  • პოსტერის შემთხვევაში – შესაბამისი ორიგინალური ვიზუალური მასალა (ფოტო, ნახატი) კონფერენციის თემატიკაზე.

მოხსენება და/ან პოსტერის ფოტომასალა მიმდინარე წლის 3 მაისის ჩათვლით უნდა გაგზავნოთ ელფოსტაზე: jeanmonnetchair@iliauni.edu.ge

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (Subject) ჩაწეროთ − სტუდენტური კონფერენცია 2024.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი უზრუნველყოფს წარმოდგენილი საკონფერენციო მოხსენებებისა და პოსტერების გადარჩევას. შერჩეულ კანდიდატებს ინფორმაცია მონაწილეობის დადასტურებასთან დაკავშირებით მიეწოდებათ 8 მაისს.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართეთ ამავე ელექტრონულ ფოსტაზე ან ფეისბუქის გვერდზე: Jean Monnet Chair at Iliauni

2024

ბანერები