ახალი ამბები
16 ივლისი, 2026
ახალი ამბები
16 ივლისი, 2026
ღონისძიებები
17 ივლისი, 2026
შიდა მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის
ახალი ამბები
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს შიდა მობილობას 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.
შიდა მობილობის შესახებ განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:
2026 წლის 24 ივლისი, 18:00 საათი.
შიდა მობილობის განაცხადი სტუდენტმა უნდა გააკეთოს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის „არგუსის“ საშუალებით.
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობა 2025 წლის 1-ელ სექტემბრამდე ჩარიცხული სტუდენტებისთვის გამოცხადდეს დანართში 1 მითითებულ პროგრამებზე;
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობა 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის გამოცხადდეს დანართში 2 მითითებულ პროგრამებზე;
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობა გამოცხადდეს დანართში 3 მითითებულ პროგრამებზე/მიმართულებებზე;
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ,,გამოყენებითი ხელოვნება – მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“, ,,გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და ,,მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ გადასვლის მსურველმა პირებმა უნდა გაიარონ შემოქმედებითი ტური. (დეტალური ინფორმაცია ტურის თარიღებზე და შედეგებზე გეცნობებათ დამატებით)
- 2020-2021 სასწავლოს წლის გაზაფხულის სემესტრიდან ილიას სახელმწიფo უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტებს უფლება მიეცეთ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე განახორციელონ შიდა მობილობა დანართი 4 განსაზღვრული პირობების შესაბამისად (საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგინონ პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი ცნობა);
- შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადაა 2026 წლის 4 სექტემბრი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: შიდა მობილობის მსურველმა სტუდენტმა განცხადება უნდა დაწეროს მხოლოდ ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე. ერთზე მეტი განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, საბოლოო არჩევანად ჩაითვლება ბოლოს წარდგენილი განცხადება.
2026