ღონისძიებები
26 იანვარი, 2026
ღონისძიებები
2 თებერვალი, 2026
ახალი ამბები
23 იანვარი, 2026
რეგისტრაცია საბაკალავრო პროგრამის „მუსიკა“ შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებით ტურზე
ახალი ამბები
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2025-2026 სასწავლო წლისთვის საბაკალავრო პროგრამაზე „მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“.
ტურის მიზნობრივი ჯგუფი:
შემოქმედებითი ტური გამოცხადდა იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობითა და რექტორის ბრძანებით განესაზღვრათ ჩარიცხვის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, კერძოდ:
- საქართველოს მოქალაქეები და უცხოელები, რომლებმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სკოლებში და მათი განათლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იქნა აღიარებული;
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არქონის გამო ვერ შეძლეს სრული ზოგადი განათლების მიღება და მიიღეს შესაბამისი დოკუმენტი საქართველოში მოქმედ სკოლებში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა).
ტურის პირობები და ვადები
- სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საბაკალავრო პროგრამაზე „მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ ჩარიცხვის მსურველი აბიტურიენტებისთვის შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებით ტურზე ელექტრონული რეგისტრაციის ვადაა 2025 წლის 26 აგვისტოდან 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. შემოქმედებით ტურზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://forms.gle/8xPkT9wUAv1X2N5x6
- ელექტრონული რეგისტრაციისას განაცხადთან ერთად აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქემ − პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი შშმ ან/და სსსმ პირია და სჭირდება სპეციფიკური საგამოცდო გარემო, განცხადებაში ეს გარემოება უნდა მიუთითოს და წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (სათანადო ცნობა);
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებით ტურს ჩაატარებს 2025 წლის 1-ელ სექტემბერს, 14:00 საათზე, „მუსიკის ცენტრში“;
- შემოქმედებითი ტურის პირველადი შედეგები განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე ერთი თვის განმავლობაში, არაუგვიანეს 2025 წლის 1-ელი სექტემბრის 17:00 საათისა მხოლოდ უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდისა და მიღებული შედეგის მითითებით;
- შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტურის შედეგებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 2025 წლის 1-ელ სექტემბერს, 18:00-დან 2 სექტემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: artsci_coordinators@iliauni.edu.ge
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი უზრუნველყოფს შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტურის სააპელაციო გამოცდის ჩატარებას 2025 წლის 3 სექტემბერს, 15:00 საათზე, „მუსიკის ცენტრში“;
- საბოლოო შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება ერთი თვის განმავლობაში, არაუგვიანეს 2025 წლის 4 სექტემბრის 15:00 საათისა, მხოლოდ უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდისა და შესაბამისი შედეგის მითითებით;
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე „მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტურის ქულებს არ ენიჭება კოეფიციენტები.
დამატებითი შეკითხვებისთვის, გთხოვთ, მოგვმართოთ: artsci_coordinators@iliauni.edu.ge
2025