მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ ტატიანა დენისოვას საჯარო ლექცია „ფინანსები და ფული მალაი-ინდონეზიის არქიპელაგში XIII-XIX საუკუნეებში“

ღონისძიებები

10 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი, პროფესორი ტატიანა დენისოვა წაიკითხავს ლექციას „ფინანსები და ფული მალაი-ინდონეზიის არქიპელაგში XIII-XIX საუკუნეებში“

მალაის სამყაროს ისლამიზაცია მონეტარული და ფისკალური განვითარების ოქროს ხანაა. XIII-XIX საუკუნეებში ფულის ნიშნებს იყენებდნენ როგორც ვაჭრობაში, ასევე საგადასახადო სფეროში ძღვენის სახით და კრედიტების გასაცემად. ამგვარად, ფული ადგილობრივ ეკონომიკას აკავშირებდა ტრანსრეგიონულ ქსელებთან. ამ პერიოდის მალაური მუსლიმური ისტორიოგრაფია იძლევა ფასეულ მასალას მონეტარული პრაქტიკებისა და მათი ინტეგრირების შესახებ უფრო ფართო პოლიტიკურ, რელიგიურ და ეკონომიკურ ნარატივში. მალაური ისტორიული ქრონიკები წარმოადგენს პირველად საკვანძო წყაროებს რეგიონის ფინანსური ისტორიის რეკონსტრუირებისთვის ფართო ისლამურ და გლობალურ კონტექსტში.

მომხსენებლის შესახებ

პროფესორი ტატიანა დენისოვა მალაიზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ისლამის, მეცნიერებისა და ცივილიზაციის ცენტრის პროფესორი და გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული სპეციალისტია. მისი კვლევითი ინტერესებია: აღმოსავლური ისტორიოგრაფია, პირველადი წყაროების შესწავლა, მალაური სამყაროს ისტორია, ისლამის ისტორია რუსეთსა და კავკასიაში. ავტორია არაერთი პუბლიკაციისა, მათ შორის: Reflection of Malay Islamic Historiography (2017), Collection of Lingga Shari’a Court’s documents (beginning XX c.): the structure of the collection and research methodology (2018), Orientation, Navigation and Seafaring in Malay Islamic Historiography from 14th to 19th centuries (2020). 2023 წელს მისი რედაქტორობით და წინასიტყვაობით გამოიცა ნაშრომი Elena Davidovitch, Numismatica Transoxiana. From 9th to 13th century.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 10 ოქტომბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N3

დასწრება თავისუფალია.

2025

ბანერები