პროფესორ ევა ორტმანის საჯარო ლექცია „ფრიდრიხ კარლ ანდრეასი“
ღონისძიებები
20 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში პროფესორი ევა ორტმანი, გიოტინგენის უნივერსიტეტის ირანული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, წაიკითხავს ლექციას „ფრიდრიხ კარლ ანდრეასი“.
მომხსენებელი განიხილავს ფრიდრიხ კარლ ანდრეასის ინტელექტუალურ კარიერას, ასევე პირველი მსოფლიო ომის ტყვეების საკითხს.
ფრიდრიხ კარლ ანდრეასმა დაიწყო პირველად გიოტინგენში (გერმანიაში) ირანული სამყაროს მეცნიერული კვლევა.
არაერთი ირანული ენის გარდა, ფლობდა სანსკრიტს, ლათინურსა და ბერძნულს, თურქულს, ნორვეგიულს, დანიურს და ა.შ.
ახალგაზრდობაში დიდხანს ცხოვრობდა ირანში. თავდაპირველად იყო სამეცნიერო ექსპედიციის წევრი, შემდეგ თავისი სურვილით იქ დარჩა და საკმაოდ რთულ ვითარებაში მოუწია მოღვაწეობა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ფრიდრიხ კარლ ანდრეასი ომში დატყვევებული ინდოელებისგან იღებდა ინტერვიუებს, რომლებიც გამოიყენეს მათი ენების დოკუმენტირებისთვის.
მომხსენებლის შესახებ
ევა ორტმანი, გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი, 2018 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ირანული კვლევების ინსტიტუტის დირექტორია. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს მონღოლთა იმპერიასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასტრალური მეცნიერებებისა და მათემატიკის, ასევე ოკულტური მეცნიერებების ისტორიის შესწავლას, ინდურ-სპარსული ენების ცოდნასა და კულტურის ტრანსფერს.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 20 ოქტომბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N3
დასწრება თავისუფალია.
2025