მიღება 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:
- სადოქტორო პროგრამა „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ – 1 ვაკანტური ადგილი;
- სადოქტორო პროგრამა „ციფრული ჰუმანიტარია“ – 1 ვაკანტური ადგილი;
- სადოქტორო პროგრამა „ისტორია“ – 1 ვაკანტური ადგილი;
- სადოქტორო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება“ – 2 ვაკანტური ადგილი;
- სადოქტორო პროგრამა „ფსიქოლოგია“ – 5 ვაკანტური ადგილი;
- სადოქტორო პროგრამა „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ – 3 ვაკანტური ადგილი.
პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია
დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2025 წლის 19 სექტემბრიდან 26 ოქტომბრის 18:00 საათამდე თითოეული პროგრამისთვის მოთხოვნილი დოკუმენტები (PDF ფორმატი) ელექტრონულად უნდა ატვირთონ შესაბამის სარეგისტრაციო ბმულებზე.
დოკუმენტაციის მიღება დადასტურდება რეგისტრაციის დასრულებისთანავე.
რეგისტრაციისას დაგჭირდებათ:
- სარეგისტრაციო ფორმები;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დიპლომი (რომელიც გათანაბრებული უნდა იყოს მაგისტრის ხარისხთან), ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის. (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
- ავტობიოგრაფია (CV);
- 3X4–ზე ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია;
კანდიდატის მიერ შევსებული და მისი პოტენციური ხელმძღვანელის ხელმოწერილი კვლევითი განაცხადი და თანხმობა, ხელმოწერილი პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ.
მნიშვნელოვანია: გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციისათვის დოქტორანტს წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც კვლევითი განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ.
მნიშვნელოვანია, რომ დოქტორანტის პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელი (ს)
- აქვს შესაბამის სფეროში აკადემიური ხარისხი;
- აქვს უახლესი ცოდნა, დოქტორანტის საკვლევი სფეროს შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილება, აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო კვლევებში და ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს სულ მცირე 1 სამეცნიერო ნაშრომი უცხოურ თემატურ საერთაშორისო ინდექსის მქონე რეფერირებად (peer-reviewed) ჟურნალში, რომელიც აღიარებულ საერთაშორისო ნუსხებშია შესული (Clarivate Analytics (ყოფილი Thomson Reuters) Master Journal List, Scopus, Ulrich’s Index, ERIH PLUS, EBSCOHost, Latindex Catalogue) და შეესაბამება დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის ზოგად თემატიკას/მიმართულებას;
- არ უნდა ჰყავდეს 3 ან 3-ზე მეტი აქტიური დოქტორანტი.
*სადოქტორო პროგრამაზე კანდიდატის ჩარიცხვის შემთხვევაში ხელმძღვანელს, თანახელმძღვანელს (არსებობის შემთხვევაში), დოქტორანტსა და უნივერსიტეტს შორის ფორმდება სამმხრივი შეთანხმება, რომელშიც განსაზღვრულია თითოეული მხარის უფლება-მოვალეობები.
- კვლევითი უნარების დადასტურების მიზნით: შესაბამის სფეროში წინარენაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება.
კონკრეტული მოთხოვნები განსაზღვრულია თითოეული პროგრამის მიღების წინაპირობებში; - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
- სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული უცხოური ენ(ებ)ის შესაბამის დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის მოთხოვნები განსაზღვრულია პროგრამის მიღების დოკუმენტში;
ა) თუ აპლიკანტი ძირითად ენად ირჩევს ინგლისურს და არ გადის ინგლისური ენის გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points); IELTS (მინიმუმ 5.5 points); FCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი Certus, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე, ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ბ) თუ აპლიკანტი ძირითად ენად ირჩევს გერმანულს (გერმანული ენის ძირითად ენად არჩევა შესაძლებელია მხოლოდ სადოქტორო პროგრამებზე „ფილოსოფია“ და „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“) და არ გადის გერმანული ენის გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს გერმანული ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი Test Deutsch als Fremdsprache; DSH (Deutsche Sprachprüfung für den Hochschulzugang); ZOP (Zentrale Oberstufenprüfung); KDS (Kleines Deutsches Sprachdiplom); GDS (Grosses Deutsches Sprachdiplom), ან გერმანულენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B1 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთი (TOEFL(P/B მინიმუმ 437 points; I/BT მინიმუმ 41 points); IELTS (მინიმუმ 4 points); FCE), ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი Certus, ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
აპლიკანტმა, რომელსაც ინგლისურ ან გერმანულ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი ან გერმანულენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი. საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი ან გერმანულენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი ან გერმანულენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის ან გერმანულენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გერმანული ენის ძირითად ენად არჩევა შესაძლებელია მხოლოდ სადოქტორო პროგრამაზე: „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“. გერმანული ენის არჩევის შემთხვევაში აპლიკანტს მოეთხოვება დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე უნივერსიტეტში მისაღები ინგლისური ენის გამოცდის შედეგით (მინიმუმ 55 ქულა), ან შესაბამისი ზემოხსენებული სერტიფიკატებით. ამ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებმა დოკუმენტების ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას წერილში უნდა მიუთითონ ენა, რომელსაც მთავარ საგამოცდო ენად ირჩევენ.
მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ/გერმანულ ენაში
დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ზემოაღნიშნული ვალიდური დოკუმენტები), ინგლისური ენის B2 და B1 (B2 დონეზე გერმანულის ძირითად ენად არჩევის შემთხვევაში) და გერმანული ენის დონეებზე ცოდნის დასადასტურებლად წერილობითი გამოცდა ენებში ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025 წლის 26 და 27 ოქტომბერს, 18:00 საათზე.
ინფორმაცია საგამოცდო აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2025 წლის 20 ოქტომბერს.
1. ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 55 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;
2. ინგლისური ენის B1 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 55 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;
3. გერმანული ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 55 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;
ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის ნიმუში იხილეთ აქ.
ინგლისური ენის B1 დონის გამოცდის ნიმუში იხილეთ აქ.
გერმანული ენის B2 დონის გამოცდის ნიმუში იხილეთ აქ.
გერმანული და ინგლისური ენების გამოცდის შედეგები სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდით გამოქვეყნდება 2025 წლის 29 ოქტომბრის არაუგვიანეს 18:00 სთ-ისა უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური და გერმანული ენების გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით:
დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური და გერმანული ენების გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2025 წლის 29 ოქტომბრის 18:00 საათიდან 2 ნოემბრის 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინგლისური/გერმანული ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.
ინგლისური/გერმანული ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2025 წლის 3 ნოემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია.
სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითს განაცხადს დარგობრივ კომისიას უგზავნის ფაკულტეტის ადმინისტრაცია).
გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი პროექტი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის უფლებას.
სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება 2025 წლის 1-ელ დეკემბერს, არაუგვიანეს 18:00 საათისა, უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით:
დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2025 წლის 1-ელი დეკემბერის 18:00 საათიდან 3 დეკემბრის 18:00 საათამდე უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge
სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2025 წლის 10 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან
სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური/გერმანული ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, გადალახეს წერითი გამოცდა ფსიქოლოგიის მიმართულებით (იმ აპლიკანტებისათვის, რომლებსაც აქვთ აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში) და მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, ჩააბარებენ ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე.
გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კონკურსს.
მნიშვნელოვანია! პროგრამებზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.
ზეპირი გამოცდები დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025 წლის 12-დან 23 დეკემბრის ჩათვლით.
ინფორმაცია გამოცდის ზუსტი დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ არაუგვიანეს 10 დეკემბრისა.
ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 25 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:
დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2025 წლის 25 დეკემბრის 18:00 საათიდან 29 დეკემბრის 18:00 საათამდე უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge
იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საპრეტენზიო განაცხადს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, ზეპირ გამოცდაზე წარდგნენ შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე. ზეპირი გამოცდა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 19-22 იანვარს. ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2026 წლის 16 იანვარს.
ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით და ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება 2025 წლის 23 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.
ხელშეკრულების გაფორმება:
ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2026 წლის 2-დან 8 თებერვლის ჩათვლით A 303 ოთახში (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32).
დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას თან უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:
ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან იმ შემთხვევაში, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
დ) ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL(P/B მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points); IELTS (მინიმუმ 5.5 points); FCE) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).
ე) გერმანული ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (Test Deutsch als Fremdsprache; DSH(Deutsche Sprachprüfung für den Hochschulzugang); ZOP (Zentrale Oberstufenprüfung); KDS (Kleines Deutsches Sprachdiplom); GDS (Grosses Deutsches Sprachdiplom) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ან გერმანულენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).
ვ) გერმანული ენის ძირითად ენად არჩევის შემთხვევაში აპლიკანტმა ასევე უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე. ამისათვის უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL (P/B მინიმუმ 437points; I/BT მინიმუმ 41 points); IELTS (მინიმუმ 4 points); FCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი –Certus.
ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
თ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით
გიორგი ოდოშაშვილს,
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მენეჯერს
ელფოსტა: giorgi.odoshashvili@iliauni.edu.ge
2025