მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე ფსიქოლოგია

ახალი ამბები

პროგრამაზე მიღების მოთხოვნები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცესი ითვალისწინებს შემდეგ საფეხურებს:

  1. საბუთების მიღება
  2. ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება
  3. კვლევითი განაცხადის განხილვა და შეფასება დარგობრივი კომისიის მიერ
  4. ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

I ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ და ქვემოთ მითითებული დოკუმენტები გამოგზავნონ ბმულზე

პროგრამაზე ჩაბარების მსურველმა კანდიდატმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და წარმოადგინოს:

  • შევსებული სარეგისტრაციო ფორმა;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთის ასლი (5=წლიანი განათლების დიპლომი ან უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ფოტოსურათი 3x4;
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • კანდიდატის მიერ შესრულებული წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და მის მიერ სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სადოქტორო კვლევითი განაცხადი;

ან კანდიდატმა, რომელსაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ვალიდობა უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატიCertus;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ დიპლომით არ დასტურდება, რომ კანდიდატის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი, მან უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.


II ეტაპი: ინგლისურ ენის გამოცდა

კანდიდატებს, რომლებიც არ წარმოადგენენ ზემოაღნიშნულ სერტიფიკატს, ჩაუტარდებათ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში B2 დონის ფლობის დადასტურების მიზნით. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ზემოაღნიშნული ვალიდური დოკუმენტები), ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დასადასტურებლად წერილობითი გამოცდა ჩაუტარდებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025 წლის 26 და 27 ოქტომბერს, 18:00 საათზე.

ინფორმაცია საგამოცდო აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2025 წლის 20 ოქტომბერს.

 ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 55 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;

ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის ნიმუშიიხილეთ აქ.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდით გამოქვეყნდება 2025 წლის 29 ოქტომბრის არაუგვიანეს 18:00 საათისა უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკა „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური ენის გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2025 წლის 29 ოქტომბრის 18:00 საათიდან 2 ნოემბრის 18:00 საათამდეუნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge 

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2025 წლის 3 ნოემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.


III ეტაპი: ფსიქოლოგიის დარგობრივი გამოცდა

თუ აპლიკანტს არ აქვს აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში, მან დამატებით უნდა ჩააბაროს წერითი გამოცდა, რომლითაც შეფასდება მის მიერ ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებების, მიმდინარეობების, მიმართულებებისა და თეორიების ცოდნა და გააზრების უნარი; წერილობითი გამოცდის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ აქ.

წასაკითხი მასალა იხილეთ აქ.

წერილობითი გამოცდა ჩატარდება 2025 წლის 27 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. წერილობითი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 3 ნოემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

წერით გამოცდაში აპლიკანტი პასუხს გასცემს 5 ღია შეკითხვას. ნაშრომი შეფასდება 25 ქულით; მინიმალური ზღვარი – 18 ქულა. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს აღნიშნულ ბარიერს, კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი წერილობითი გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2025 წლის 3 ნოემბრიდან, 6 ნოემბრის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

წერილობითი გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2025 წლის 7 ნოემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


IV ეტაპი: სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია.

სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევით განაცხადს დარგობრივ კომისიას უგზავნის ფაკულტეტის ადმინისტრაცია).

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით პროექტსკომისია შეაფასებს 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება 2025 წლის 1-ელ დეკემბერს, არაუგვინეს 18:00 საათისა, უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2025 წლის 1-ელი დეკემბერის 18:00 საათიდან 3 დეკემბრის 18:00 საათამდე უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2025 წლის 10 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


V ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური/გერმანული ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, გადალახეს წერითი გამოცდა ფსიქოლოგიის მიმართულებით (იმ აპლიკანტებისათვის, რომლებსაც აქვთ აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში) და მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, ჩააბარებენ ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე.

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კონკურსს.

მნიშვნელოვანია! პროგრამებზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადისა და გასაუბრების კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ზეპირი გამოცდები დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025 წლის 12-დან 23 დეკემბრის ჩათვლით.

 ინფორმაცია გამოცდის ზუსტი დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ არაუგვიანეს 10 დეკემბრისა.

ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 25 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2025 წლის 25 დეკემბრის 18:00 საათიდან 29 დეკემბრის 18:00 საათამდე უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საპრეტენზიო განაცხადს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, ზეპირ გამოცდაზე წარდგნენ შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე. ზეპირი გამოცდა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 19-22 იანვარს. ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2026 წლის 16 იანვარს. 

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით და ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება 2025 წლის 23 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

2025

ბანერები