მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კვლევითი განაცხადების შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით – მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის

ახალი ამბები

2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვისილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე მისაღები სადოქტორო კვლევითი განაცხადების შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

სადოქტორო პროგრამებზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომელთა სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით,  გაივლიან გასაუბრებას დარგობრივი კომისიის წინაშე. 

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება 2020 წლის 9 და 10 იანვარს. აუდიტორიისა და დროის შესახებ ინფორმაცია დაიდება მოგვიანებით (არა უგვიანეს 8 იანვრისა) უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სიახლეებში.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი გასაუბრებაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კინკურსს.

მნიშვნელოვანია! გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზეპირი გამოცდის მოთხოვნებს.ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ: სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, სამუსიკო ხელოვნების სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ლიკა ნოზაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge
ტელ.: 2 22 00 09 (206)

ბანერები