მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტურ კონფერენციათა სერია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში

ღონისძიებები

4 თებერვალს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სტუდენტურ კონფერენციას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში.

კონფერენციაზე მოხსენებს წაიკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, რომელთაც გამოგზავნილი აქვთ შესაბამისი თემატური რეზიუმეები.

კონფერენციას დაესწრებიან და მომხსენებლებს შეაფასებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორები.

კონფერენციის სექციები:

სოციალურ მეცნიერებათა სექცია: კონფერენციის დაწყების დრო – 13:00 საათი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია: კონფერენციის დაწყების დრო – 15:00 საათი

დრო: 4 თებერვალი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის  გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები