მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კახა ლომაიას კრებულის „გამოცდები: წერილები, ინტერვიუები, გამოსვლები, ჩანაწერები“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

16 ივლისს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კახა ლომაიას წიგნის „გამოცდები: წერილები, ინტერვიუები, გამოსვლები, ჩანაწერები“ პრეზენტაცია.  

კრებული აერთიანებს ალექსანდრე (კახა) ლომაიას სხვადასხვა დროის პუბლიკაციებსა და გამოუქვეყნებელ მასალებს. 

ავტორის ვრცელ წინასიტყვაობასთან ერთად გამოცემაში შეტანილია წერილები განათლების რეფორმაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ასევე გამოსვლები გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის სხდომებზე, ინტერვიუები და ჩანაწერები. 

კრებულის დანართში შესულია რამდენიმე საერთაშორისო პუბლიკაციის თარგმანი საქართველოს განათლების რეფორმის შესახებ. საქართველოს უახლესი ისტორიის ზოგიერთ მნიშვნელოვან მომენტს ასახავს წიგნის ფოტოები, რომელთა უმრავლესობა პირველად ქვეყნდება. 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წელს, ალექსანდრე (კახა) ლომაია იყო საქართველოს პირველი მუდმივი წარმომადგენელი (ელჩი) რუსეთში. 

1995-2004 წლებში – ფონდ „ევრაზიის“ (აშშ) საქართველოს ოფისის პროგრამების კოორდინატორი და დირექტორი, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, „დემოკრატიული კოალიციის პროექტის“ (აშშ) რეგიონული დირექტორი ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში. 

2004-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად, 2008-2009 წლებში – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად. 2009-2013 წლებში იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან. 

2014 წლიდან მუშაობს გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში, სამთავრობოთაშორისი საქმეების უფროს ოფიცრად, გაეროს განიარაღების კომისიის მდივნად. 

წიგნი გამოსცა „ინტელექტმა“.  

სამუშაო ენა: ქართული 

დრო: 16 ივლისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 

დასწრება თავისუფალია. 

 2024

 

ბანერები