მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა – ღია კარის დღე

ღონისძიებები

18 ივლისს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ღია კარის დღე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის შესახებ. 

შეხვედრას გაუძღვებიან ილიაუნის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის პროფესორები : ჯანა ჯავახიშვილი, დავით ოთიაშვილი და ირმა კირთაძე. მონაწილეობას მიიღებენ პროგრამის კურსდამთავრებულები და დამსაქმებლები. 

დამსწრე საზოგადოება გაეცნობა ინფორმაციას ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე მიღება-სწავლების, დასაქმების შესაძლებლობებისა და სფეროების შესახებ, გაიგებს, რას სძენს პროგრამა სტუდენტს/კურსდამთავრებულს როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული ზრდის თვალსაზრისით. 

ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა ინტერდისციპლინურია. მასზე სწავლა შეუძლიათ საბაკალავრო ან მისი ტოლფასი საფეხურის განათლების მქონე ფსიქოლოგებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, სოციალურ მუშაკებს, პედაგოგებს, განათლების მენეჯერებს, ჟურნალისტებს, იურისტებს და ა. შ. 

ფორმატი: ჰიბრიდული. შესაძლებელია დასწრება ონლაინ მითითებული ბმულით: https://www.facebook.com/events/440665688810682

სამუშაო ენაქართული 

დრო: 18 ივლისი, 16:00 საათი 

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 

დასწრება თავისუფალია. 

 2024

ბანერები