ღონისძიებები
16 ივლისი, 2026
ღონისძიებები
8 ივლისი, 2026
ღონისძიებები
7 ივლისი, 2026
ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 28-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი
ღონისძიებები
16 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი გამართავს 28-ე სემესტრულ საანგარიშო კონცერტს.
ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანია და კონცერტზე შესრულდება:
ქართული ხალხური სიმღერები (მათ შორის ჩონგურის თანხლებით);
საეკლესიო გალობა;
ქალაქური სიმღერები;
უცხოური ფოლკლორის ნიმუშები.
გარდა სიმღერებისა, წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ფერხული და ცეკვა გუნდის წევრების შესრულებით.
დრო: 16 ივლისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2026