ექსპერტ ერვე ლეტოკიუს საჯარო ლექცია დეზინფორმაციისა და ციფრული საფრთხეების შესახებ
ღონისძიებები
12 ნოემბერს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით ციფრული საფრთხეების დაზვერვისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის ექსპერტი ერვე ლეტოკიუ წაიკითხავს საჯარო ლექციას დეზინფორმაციისა და ციფრული საფრთხეების შესახებ და გაიმართება დისკუსია.
შეხვედრა საინტერესო იქნება სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
ერვე ლეტოკიუ (Hervé Letoqueux) ფინური პროგრამული უზრუნველყოფისა და მეთოდოლოგიების კომპანიის (CheckFirst) გენერალური დირექტორია. კომპანია ონლაინდეზინფორმაციას ებრძვის OSINT გამოძიებებით, კვლევებითა და ევროპული მარეგულირებელი ჩარჩოების, მათ შორის DSA-ის (ციფრული მომსახურების შესახებ აქტი), აღსრულებით.
ერვე ლეტოკიუ საფრანგეთის ეროვნული ტექნიკური და ოპერატიული სამსახურის (VIGINUM) ოპერაციების ხელმძღვანელი იყო. ორგანიზაცია ემსახურება უცხოური ციფრული ჩარევებისა და ინფორმაციული მანიპულაციების გამოვლენასა და მათგან ქვეყნის დაცვას. ასევე მუშაობდა საფრანგეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების სააგენტოში (ANSSI). ერვე ლეტოკიუ ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციის, OpenFacto-ს, თანადამფუძნებელია. ორგანიზაცია ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ონლაინგამოძიების საკითხებზე ტრენინგებს სთავაზობს.
დრო: 12 ნოემბერი, 15:00-17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
2026