მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ იჩიჰარა მაიკოს საჯარო ლექცია „გლობალური მმართველობის ცვალებადი ლანდშაფტი და საშუალო გავლენის მქონე სახელმწიფოების როლი“

ღონისძიებები

4 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტის (იაპონია) პროფესორის, იჩიჰარა მაიკოს საჯარო ლექცია „გლობალური მმართველობის ცვალებადი ლანდშაფტი და საშუალო გავლენის მქონე სახელმწიფოების როლი“.

პროფესორი იჩიჰარა მაიკო მიმოიხილავს გლობალური მმართველობის გამოწვევებს და ამ პროცესში საშუალო გავლენის მქონე სახელმწიფოების როლს. განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს იაპონიის შესაძლებლობებს, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და გლობალური მმართველობის სისტემის გარდაქმნაში. ასევე განიხილავს საერთაშორისო წესებისა და ნორმების ცვლილებას და არასახელმწიფო აქტორების როლს ამ პროცესებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონური ცენტრის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ ჯაბა მესხიშვილს: jaba.meskhishvili@iliauni.edu.ge

იჩიჰარა მაიკო იაპონელი პოლიტოლოგი და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორია ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტში (Hitotsubashi University). იგი ლექციებს კითხულობს უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო სკოლაში, საერთაშორისო და საჯარო პოლიტიკის სკოლასა და სამართლის ფაკულტეტზე.

2012 წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მოიპოვა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, ხოლო მაგისტრის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია დემოკრატიის მხარდაჭერა, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული დიპლომატია, გავლენის ოპერაციები და იაპონიის საგარეო პოლიტიკა. იკვლევს ჩინეთის გავლენის ოპერაციებს, აზიაში დემოკრატიული უკუსვლის პროცესებსა და ხელოვნური ინტელექტის გავლენას დემოკრატიულ მმართველობაზე.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 4 ნოებერი, 15:00-17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები