ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური წერის ცენტრი

აკადემიური წერის ცენტრი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი ბიზნესის სკოლის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეულია. იგი 2014 წელის სექტემბერში შეიქმნა, რათა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპის შესრულებაში შეეტანა წვლილი. კერძოდ, აკადემიური წერის მაღალი, საერთაშორისო და ერთიანი სტანდარტების დანერგვით სტუდენტებს, პროფესორებს, მასწავლებლებსა და მკვლევრებს დახმარებოდა აკადემიური განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცის შექმნის პროცესში; რათა მათ თანამშრომლობის, პროფესიული განვითარების, არსებული და ახლად შექმნილი ცოდნის გაზიარების ეფექტური საშუალება ჰქონოდათ.
ცენტრი აკადემიური წერის, აკადემიური ენისა თუ სტილის საკითხებში გასარკვევად გთავაზობთ საკონსულტაციო სასწავლო-საინფორმაციო აქტივობებსა და რესურსებს ქართულსა და ინგლისურ ენებზე. აქ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტატუსის მქონე სამივე საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს, ასევე, უნივერსიტეტის აკადემიურსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეუძლიათ მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია აკადემიური წერისა თუ პრეზენტაციის სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო საკითხებზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსი E, ოთახი 220,
(ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი, 3/5)
ტელეფონი: 577 450 516
ელ.ფოსტა: writingcentre@iliauni.edu.ge
ვებგვერდი: writingcentre.iliauni.edu.ge

ბანერები