ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ანაზღაურებადი სტაჟირება - ილიაუნის ბიბლიოთეკის ფონდების მენეჯმენტის განყოფილებაში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სპეციალურად ილიაუნის სტუდენტებისათვის ბიბლიოთეკაში ცხადდება ექვსთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება - ფონდების მენეჯმენტის განყოფილებაში.
თუ გსურს უფრო ახლოს გაეცნო ილიაუნის ბიბლიოთეკის საქმიანობას და, ზოგადად, საბიბლიოთეკო სფეროს, ჩაერთო მის აქტიურ საქმიანობაში და გახდე მისი გუნდის წევრი - გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება ჩვენთან.

ფონდების მენეჯმენტის განყოფილება

საქმიანობის აღწერა

• სასწავლო კურსების სილაბუსების დამუშავება;
• ახალი რესურსების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
• საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის სასწავლო და კვლევითი რესურსების შეძენის ძირითადი წესებისა და პროცედურების გაცნობა;
• უნივერსიტეტის საზოგადოების ინფორმირება საბიბლიოთეკო რესურსების შესახებ;
• სამეცნიერო ელექტრონული ბაზების თარგმნა/რედაქტირება;
• საინფორმაციო სახის შეხვედრების/ღონისძიებების ორგანიზება;
• სხვა მიმდინარე პროექტებში ჩართვა.

მოთხოვნები:

• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის/დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი
• გუნდური მუშაობის უნარი
• ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
• პასუხისმგებლობის გრძნობა
• მოტივაციის მაღალი დონე
• ინფორმაციის დახარისხების უნარი
• ინტერნეტში ძიების უნარი
• კვლევის უნარი
• პრობლემის გადაჭრის უნარი
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
• ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველების უნარი
• ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, Excel, PowerPoint.

 ძვირფასო სტუდენტებო, დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge გამოაგზავნოთ:

• პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
• CV
• სამოტივაციო წერილი - სასურველია, არ აღემატებოდეს 1 გვერდს.
• უცხო ენის ცოდნის ან სხვა რაიმე აქტივობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

კონკურსის ჩატარების ფორმატი:

შემოსული განაცხადების გადარჩევა პირველ ეტაპზე მოხდება CV-ისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე. შერჩეული პრეტენდენტები 20 თებერვლამდე წერილობით (ელფოსტით) მიიღებენ მოწვევას შემდეგ ეტაპზე.

II ეტაპი - 23 თებერვალი, ტესტირება
III ეტაპი - 26 თებერვალი, გასაუბრება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

1. დაინტერესებულმა კანდიდატებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტები 2015 წლის 6 თებერვლიდან 2015 წლის 13 თებერვლის ჩათვლით უნდა გამოგზავნოთ ერთ PDF ფაილად.
2. წერილის გრაფაში „subject” აუცილებლად მიუთითეთ სტაჟირება - ფონდების მენეჯმენტის განყოფილებაში .
3. საკონკურსო განაცხადი გადმოგზავნილი უნდა იყოს საუნივერსიტეტო ელფოსტიდან.
შენიშვნა: თუ ზემოთ ჩამოთვლილი სამი პირობიდან ერთი მაინც იქნება დარღვეული, კანდიდატურა არ განიხილება!!!

დატვირთვა: სტაჟირება ითვალისწინებს სრულ განაკვეთს (კვირაში 40 საათი). კონკურსის შედეგებიდან გამოდინარე, შესაძლებელია განაკვეთის გაყოფა.
ანაზღაურება: ანაზღაურება დამოკიდებული იქნება განაკვეთზე.
სტაჟირების ხანგრძლიობა: სტაჟირება დაიწყება 1-ლ მარტს და დასრულდება 1-ლ სექტემბერს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელფოსტაზე: library@iliauni.edu.ge

გისურვებთ წარმატებებს.

ბანერები