ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

შტეფან ტრექსელის წიგნის ”ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში” პრეზენტაცია

bookილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში შტეფან ტრექსელის წიგნის- "ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში" - პრეზენტაცია. გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: კოტე კუბლაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი ტუღუში, საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული წიგნის გამოცემა იურიდიული ლიტერატურისთვის დიდი შენაძენია და მნიშვნელოვანი მოვლენაა საერთაშორისო სისხლის საპროცესო უფლებების სისტემატიზაციისა და ანალიზის საქმეში; წიგნი განკუთვნილია როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ასევე პრაქტიკოსი იურისტებისა და მეცნიერებისთვის.

დარბაზიშტეფან ტრექსელი, წიგნის ავტორი, სისხლის საპროცესო სამართლის აღიარებული ექსპერტი და პრაქტიკოსი იურისტია. იგი სხვადასვა დროს იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის თავმჯდომარე და ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის ტრიბუნალის მოსამართლე.

აღნიშნული წიგნის აუცილებლობაზე ისიც მეტყველებს, რომ საქართველოში მიმდინარეობს სისხლის საპროცესო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. "ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში" მომზადებულია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ფონდი APLE-სა და თავისუფლების ინსტიტუტის მიერ.

ბანერები