ბიზნესის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრი

ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრი

ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასთან არსებული ცენტრია, რომელიც ახორციელებს სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებს ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით.

ამ მიმართულებით ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა, რამაც განაპირობა სტუდენტების მკვეთრი ზრდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრი, ტუდენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მუდმივად ზრუნავს სწავლების ხარისხზე.
ცენტრს აქვს კონტაქტები უცხოეთის უნივერსიტეტებთან (ვილნიუსის უნივერსიტეტი (VIKO); პოლონეთის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი), რომლებთან ერთადაც ახორციელებს სტუდენტთა გაცვლით სასწავლო სტაჟირებებს:

გარდა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისა, ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრი სთავაზობს ყველა მსურველს მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებს:

• ღვინოთმცოდნეობა
• ტურისტული გიდი
• სასტუმროს მენეჯმენტი

ტურისტული გიდი   
კურსის მსვლელობის დროს მსმენელები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს: 

  • ტურის დაგეგმვის და მენეჯმენტის ზოგადი საფუძვლები; 
  •  საქართველოს ტურისტული რესურსები;
  •  კულტურულ-შემეცნებითი ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები;
  •  ღვინის ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები;
  •  სალაშქრო-სათავგადასავლო ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები;
  •   თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ტურისტულ მარშრუტებზე;
  •  გიდის ზოგადი უნარ-ჩვევები.

თეორიული კურსის დასრულების შემდეგ განხორციელდება სხვადასხვა თემატიკის პრაქტიკული საველე გასვლა.
სრული კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გაიცემა სერტიფიკატი.
კურსის ხანგრძლივობა: 2.5 თვე
კურსის ღირებულება:  655 ლარი
რეგისტრაციისთვის მოგვმართეთ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E308 აუდიტორია, ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრი
მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი #3/5 
ტელეფონი: 599 70 64 61

საკონტაქტო პირი: გიორგი ქემერტელიძე
ელფოსტა: tourism.centre@iliauni.edu.ge 
ფეისბუქი: facebook.com/tourism - ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრი

ღვინოთმცოდნეობა
კურსის მსვლელობის დროს მსმენელები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს: 

  • მევენახეობის შესავალი;
  • ბიომევენახეობა;
  • ყველაფერი ქვევრის შესახებ;
  •  ღვინის დაყენება ქვევრში;
  • მარნის მშენებლობის თავისებურებები;
  • საქართველოში წარმოებული ღვინის ტიპები და ღვინის ქართული საწარმოები;
  • ღვინის დეგუსტაციის თეორია და პრაქტიკა;
  • ღვინის ბაზრის ზოგადი მიმოხილვა.

თეორიული კურსის პარალელურად განხორციელდება კურსის პრაქტიკული ნაწილი, რომელიც მოიცავს ღვინის მარნებში ვიზიტსა და ღვინის დაგემოვნებას. 
სრული კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გაიცემა სერტიფიკატი.
კურსის ხანგრძლივობა: 2.5 თვე
კურსის ღირებულება: 655 ლარი
რეგისტრაციისთვის მოგვმართეთ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E308 აუდიტორია, ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრი
მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი #3/5 
ტელეფონი: 599 70 64 61

საკონტაქტო პირი: გიორგი ქემერტელიძე
ელფოსტა: tourism.centre@iliauni.edu.ge 
ფეისბუქი: facebook.com/tourism - ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრი

სასტუმროს მენეჯმენტი
კურსის მსვლელობის დროს მსმენელები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს: 

  • სასტუმროთა სპეციალიზაცია და კლასიფიკაცია, როგორც სასტუმრო პროდუქტის ფორმირების წინაპირობა;
  •  სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა;
  • მიღება-განთავსების სამსახურის ორგანიზება და მისი ფუნქციონირების პრინციპები;
  •  ეფექტური კომუნიკაციები მიღება-განთავსების სამსახურსა და სასტუმროს სხვა განყოფილებებს შორის;
  • სასტუმროს მომსახურების წარმოებისა და ხარისხის მართვის თავისებურებები;
  • კვებისა და სასმელების განყოფილების ფუნქციები და მათი მუშაობის სპეციფიკა;
  • სასტუმროს კაფეების, ბარების, სასაუზმეების, რესტორნებისა და საბანკეტო დარბაზების ფუნქციონირება;
  • ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა სასტუმროებში;
  •  სასტუმრო ბიზნესის დაწყების დაგეგმვა.

თეორიული კურსის პარალელურად განხორციელდება კურსის პრაქტიკული ნაწილი, რომელიც მოიცავს სასტუმროებში ვიზიტს.
სრული კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გაიცემა სერტიფიკატი.
კურსის ხანგრძლივობა: 2.5 თვე
კურსის ღირებულება: 655 ლარი
რეგისტრაციისთვის მოგვმართეთ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E308 აუდიტორია, ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრი
მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი, #3/5 
ტელეფონი: 599 70 64 61

საკონტაქტო პირი: გიორგი ქემერტელიძე
ელფოსტა: tourism.centre@iliauni.edu.ge 
ფეისბუქი: facebook.com/tourism - ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრი

ბანერები