ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება დოქტორანტურაში

კვლევითი განაცხადის შეფასებები - მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის

ახალი ამბები

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

სადოქტორო პროგრამებზე მიღების საბოლოო ეტაპზე, დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომელთა სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, გაივლიან გასაუბრებას დარგობრივი კომისიის წინაშე. 

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევის განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2025 წლის 1-ელი დეკემბერის 18:00 საათიდან 3 დეკემბრის 18:00 საათამდე უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2025 წლის 10 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ზეპირი გამოცდები დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025 წლის 12-დან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

ინფორმაცია გამოცდის ზუსტი დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ არაუგვიანეს 10 დეკემბრისა.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით
გიორგი ოდოშაშვილს,

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მენეჯერს
ელფოსტა: giorgi.odoshashvili@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები