ვაკანსიები სტუდენტებისთვის
30 სექტემბერი, 2025
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
30 სექტემბერი, 2025
ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
26 სექტემბერი, 2025
ვაკანსია მოლარე -ექსპერტის თანამდებობაზე
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) აცხადებს ვაკანსიას მოლარე -ექსპერტის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთავი
ძირითადი მოვალეობები:
- სალომბარდე სესხების ადმინისტრირება, ხელშეკრულებების გაფორმება;
- ოქროს/ბრილიანტის მიღება/შეფასება;
- საკრედიტო ბარათებისა და ექსპრეს სესხების გაცემა და მომსახურება;
- საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი;
- ფულადი გადახდების მიღება და სასესხო თანხების გაცემა;
- ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება;
- ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოება;
- კომუნალური გადახდების განხორციელება;
- სალაროში არსებული ფულადი სახსრების დათვლა და შედარება პროგრამის მონაცემებთან;
- ფულადი ნიშნების ჯეროვანი შემოწმება;
- დოკუმენტაციის სწორი და დროული წარმოება;
- კლიენტების მოზიდვა, მათთვის კონსულტაციების გაწევა და კომპანიის პროდუქტების შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის/ფინანსების/საბანკო საქმის ან ბიზნესის სფეროში;
- მუშაობის ორწლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
- ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებლის შემსწავლელი კურსის სერტიფიკატი (სასურველია);
- გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- კლიენტების თავაზიანად მომსახურება, კეთილსინდისიერება, მოტივირებულობა, შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე/CV (ფოტოსურათით) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@mbc.com.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი კანდიდატურა არ იყოს განხილული.