ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ვაკანსია მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  •  სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • სოციალური ქსელების არხების მართვა და განვითარება;
  • ციფრული მედიის არხებში ზოგადი პოსტების, ღონისძიებების, აქციებისა და სარეკლამო კამპანიების შესახებ ინფორმაციის ყოველდღიური განთავსება;
  • მისოს ვებ-გვერდის მართვა;
  •  ვებ-გვერდის გამართული შინაარსობრივი და ვიზუალური მხარის უზრუნველყოფა;
  • სოციალურ ქსელებში და ვებ-გვერდის საშუალებით შემოსულ ნებისმიერ კითხვაზე სწრაფი რეაგირება;
  • დიზაინერთან სისტემატური თანამშრომლობა;
  • სოციალური მედიის შედეგების ანალიზი დარეპორტინგი;
  • საჭიროებისამებრ მარკეტინგის სამსახურის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება მარკეტინგის/ფინანსების/ბიზნესის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
  •  საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
  • მინიმუმ ერთი წელი სამუშაო გამოცდილება (ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  •  გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე/CV  გამოაგზავნოთ  შემდეგ მისამართზე: vacancy@mbc.com.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი კანდიდატურა არ იყოს განხილული.


ბანერები