


PHP ბექენდ დეველოპერის ვაკანსია
ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური აცხადებს ვაკანსიას PHP ბექენდ დეველოპერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- უნივერსიტეტის პროექტებზე მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების პრინციპების ცოდნა;
- PHP 8-სთან და ფრეიმვორკებთან მუშაობის გამოცდილება (Laravel, CodeIgniter, Symfony);
- HTML/CSS/JavaScript-თან მუშაობის გამოცდილება;
- REST, SOAP ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება;
- ვერსიების კონტროლის ხელსაწყოებთან (Gitlab, Github) მუშაობის გამოცდილება;
- მონაცემთა ბაზებთან (MySQL) მუშაობის გამოცდილება;
- ტესტების წერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- სხვისი კოდის გარჩეევის გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა;
ქცევითი კომპეტენცია:
- მაღალი პასუხისმგებლობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პრობლემის აღმოჩენისა და დამოუკიდებლად, სწორად გადაჭრის უნარი;
- ცვლილებებისადმი სწრაფად და ეფექტურად ადაპტირებისა და მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ტექნოლოგიების სიყვარული და მუდმივი განვითარების სურვილი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
საათები: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV 2025 წლის 23 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
აპლიკაციის გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „PHP ბექენდ დეველოპერი“
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
შერჩეულ კანდიდატს თავდაპირველად გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
2025