ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ანაზღაურებადი სტაჟირება

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებენ ანაზღაურებად სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით სამეურნეო-ფინანსურ დეპარტამენტში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ასისტირება ფინანსური აქტივებისა და მატერიალური ფასეულობების მართვასა და ბუღალტრული აღრიცხვის მონიტორინგში, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით;
  • MS Office პროგრამების ცოდნა (Excel-ის ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • თანმიმდევრულობა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა;
  • სტაჟირების ხანგრძლივობა – 1 თვე;
  • ანაზღაურება – დარიცხული 765 ლარის ოდენობით;
  • შესასრულებელი სამუშაოს სწავლებას უზრუნველყოფს დამსაქმებელი;
  • სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატი დასაქმდება სამეურნეო-ფინანსურ დეპარტამენტში.

გთხოვთ,  თქვენი CV  2025  წლის  14  სექტემბრის ჩათვლით გამოგზავნოთ   მისამართზე: ies@iliauni.edu.ge, სათაურის ველში მიუთითეთ სტაჟირება სამეურნეო-ფინანსურ დეპარტამენტში“.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2025

ბანერები