ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლე

თეა გოდოლაძის შეხვედრა აბიტურიენტებთან - ზუგდიდი, 31 მაისი

ღონისძიებები

31 მაისს, 15:00 საათზე, ქალაქ ზუგდიდში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თეა გოდოლაძე აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: როგორ ავირჩიოთ პროფესია.

ლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

თეა გოდოლაძის შესახებ

თეა გოდოლაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია გეოფიზიკის მიმართულებით. ის ამავდროულად ხელმძღვანელობს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა  ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს. თეა გოდოლაძის პუბლიკაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/godoladze

დრო: 15:00 საათი, 31 მაისი

ადგილმდებარეობა: ქალაქ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე

დამატებითი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2vIB7zl

შენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!

#მევირჩევილიაუნის


საკონტაქტო ინფორმაცია:

abiturienti@iliauni.edu.ge

☏ (+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები