პასაუს უნივერსიტეტის კვლევითი და სასტიპენდიო პროგრამები
ახალი ამბები
პასაუს უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი (PICAIS – Passau International Centre for Advanced Interdisciplinary Studies) აცხადებს კონკურსს პოსტსადოქტორო კვლევითი ვიზიტებისა და აკადემიური ღონისძიებების დასაფინანსებლად.
პროგრამები განკუთვნილია როგორც საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული მკვლევრებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის, ისე პოსტსადოქტორო საფეხურის პერსპექტიული ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.
PICAIS-ის აკადემიური ღონისძიებების დაფინანსების პროგრამა
პასაუს აკადემიური ღონისძიებების დაფინანსების პროგრამით შესაძლებელია კონფერენციების, ლექციათა სერიების, სიმპოზიუმების, კვლევითი სემინარების, საზაფხულო სკოლებისა და ვორკშოპების მხარდაჭერა.
პროგრამა ღიაა ყველა დისციპლინის, კვლევითი თემატიკისა და მეთოდოლოგიური მიმართულების წარმომადგენლებისთვის. უპირატესობა მიენიჭება:
- ინტერდისციპლინურ ღონისძიებებს;
- ახალგაზრდა მკვლევრების აქტიურ ჩართულობას;
- საერთაშორისო მომხსენებლების მონაწილეობას.
დაფინანსება შესაძლოა მოიცავდეს მაქსიმუმ სამი მოწვეული მომხსენებლის მგზავრობისა და საცხოვრებლის, ასევე ყავის შესვენებების, საკონფერენციო მასალებისა და სტუდენტური ასისტენტების მონაწილეობის ხარჯებს.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 15 ოქტომბერი
განაცხადის ფორმა და დეტალური ინფორმაცია: PICAIS-ის ღონისძიებების დაფინანსების პროგრამა
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ PICAIS-ს ელფოსტაზე: picais@uni-passau.de.
ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტს: 261015_Funding_Guidelines_PICAIS_Events.
PICAIS-ის პოსტსადოქტორო კვლევითი სტიპენდიები
PICAIS აცხადებს კონკურსს პოსტსადოქტორო კვლევითი სტიპენდიების პროგრამაზე, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ მკვლევრებს, ასევე პოსტსადოქტორო საფეხურის ახალგაზრდა მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს 2-დან 6 თვემდე ვადით ეწვიონ პასაუს უნივერსიტეტს კვლევით პროექტებზე სამუშაოდ.
პროგრამა ღიაა ყველა დისციპლინის, კვლევითი თემისა და მეთოდოლოგიური მიმართულებისთვის. უპირატესობა მიენიჭება ინტერდისციპლინურ კვლევით პროექტებსა და პასაუს უნივერსიტეტის კვლევით პრიორიტეტებთან დაკავშირებულ ინიციატივებს.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 15 ოქტომბერი
განაცხადის ფორმა და დამატებითი ინფორმაცია: PICAIS – Passau International Centre for Advanced Interdisciplinary Studies
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტს: 261015_Funding_Guidelines_PICAIS-Fellowships.
2026