ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სემინარები

ვებინარები ადრეულ განათლებაზე – „როგორ დავგეგმო საგანმანათლებლო პროცესი“

სემინარები

25 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ციკლის „ვებინარები ადრეულ განათლებაზე“ მეხუთე შეხვედრა.

შეხვედრის თემა: „როგორ დავგეგმო საგანმანათლებლო პროცესი“

თემაზე ისაუბრებენ:

  • თამარ ბაქრაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საბავშვო ბაღის „მწვანე ალუბალი“ დამფუძნებელი. სხვადასხვა კურიკულუმისა და მეთოდური სახელმძღვანელოს თანაავტორი ადრეულ განათლებაში;
  • მანანა ხუციშვილი – თბილისის მე-100 საბავშვო ბაღის აღმზრდელი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერი და პრაქტიკის სუპერვიზორი.

დრო: 25 თებერვალი, 17:00 საათი

შეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდი.

 

 

ბანერები