ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სემინარები

ტრენინგი „მედიატორის უნარ-ჩვევები“

სემინარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან ერთად ERASMUS+ პროექტის Mediation: training and society transformation/MEDIATS ფარგლებში მედიაციით დაინტერესებული პირებისთვის გამართავს ტრენინგს  „მედიატორის უნარ-ჩვევები“.

ტრენინგის მიზანია მედიაციით დაინტერესებულმა პირებმა შეისწავლონ ისეთი საკითხები, როგორებიც არის: მედიაციის არსი, მედიატორის როლი, მედიაციის ეტაპები, მედიაციის პროცესის წარმართვის თავისებურებები, მედიატორის უნარ-ჩვევები.

ტრენინგის მონაწილეებს შევარჩევთ სააპლიკაციო ფორმაში ატვირთული სამოტივაციო წერილების განხილვის საფუძველზე. შერჩეულ კანდიდატთა საკვირაო სკოლაში მონაწილეობის საფასურს სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

ტრენინგის თითოეული მონაწილე დაჯილდოვდება სერტიფიკატით.

ვის შეუძლია ტრენინგში მონაწილეობა?  

ნებისმიერ პირს, მათ შორის სტუდენტს, რომელიც დაინტერესებულია მედიაციით და სააპლიკაციო ფორმაში დაგვისაბუთებს პროექტში მონაწილეობის მოტივაციას.

როგორ მივიღო ტრენინგში მონაწილეობა?

იმისთვის, რომ გახდე ტრენინგის მონაწილე, 2021 წლის 3 აპრილის ჩათვლით შეავსე მარტივი სააპლიკაციო ფორმა. შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე.

კურსის ფორმატი და განრიგი

  • ფორმატი: ტრენინგი წარიმართება დისტანციურ ფორმატში, პლატფორმა ზუმის გამოყენებით (ტრენინგის ფარგლებში დაგეგმილი თითოეული შეხვედრის წინ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ შეხვედრის ბმულს). შეხვედრები წარიმართება ინტერაქტიული სწავლების მეთოდით და მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან შეკითხვები.
  • შეხვედრების საათების რაოდენობა: კურსის ფარგლებში ჩაატარდება 5 შეხვედრა (თითოეულის ხანგრძლივობა იქნება 2 საათი, გათვალისწინებულია მცირე შესვენება).  
  • განრიგი: კურსის პირველი შეხვედრა ჩატარდება 5 აპრილს, 19:00 საათზე,  მომდევნო შეხვედრები ჩატარდება 7, 12, 15 და 19 აპრილს, 19:00 საათზე.

რას ვისწავლი და ვინ მასწავლის?

ტრენინგს გაუძღვება მედიატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი ლაშა კალანდაძე

კურსის განრიგი

შეხვედრა 1. ხანგრძლივობა 2 საათი – 5 აპრილი, 19:00

მედიაციის არსი და მისი დანიშნულება; მედიაციის განსხვავება დავის გადაწყვეტის ტრადიციული საშუალებებისაგან და მედიაციის უპირატესობა;

შეხვედრა 2. ხანგრძლივობა 2 საათი – 7 აპრილი, 19:00

მედიაციის პრინციპები. მედიატორის როლი;

შეხვედრა 3. ხანგრძლივობა 2 საათი – 12 აპრილი, 19:00

მედიაციის სტადიები: მედიაციის მოსამზადებელი ეტაპი, მედიაციის გახსნა – „თამაშის“ წესების განსაზღვრა; მედიაციის სტადიები: გამოკვლევა – რეალური ინტერესებისა და საჭიროებების, მოთხოვნილებების, გრძნობების იდენტიფიცირება; მოლაპარაკება; შეთანხმება.

შეხვედრა 4. ხანგრძლივობა 2 საათი – 14 აპრილი, 19:00

მედიატორის უნარ-ჩვევები; აქტიური მოსმენის უნარი და იარაღები: ღიად დასრულებული შეკითხვები, დამაზუსტებელი შეკითხვები, სარკის ეფექტის შეკითხვები; შეკითხვის ფორმულირებები.

შეხვედრა 5. ხანგრძლივობა 2 საათი – 19 აპრილი, 19:00

იმიტირებული მედიაცია – როლური თამაშები

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები