ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სემინარები

სემინარი და პანელური დისკუსია თემაზე: "Experiencing Europe"

სემინარები

29-30 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Erasmus + Jean Monnet Networks-ის პროექტის „ევროპასთან დაკავშირება პერიფერიაში“ (Linking to Europe at the Periphery, LEAP) ფარგლებში გამართავს სემინარს Experiencing Europe. სემინარში მონაწილეობას მიიღებს ევროპისა და აშშ-ის სხვადასხვა უნივერსიტეტის 20-ზე მეტი წარმომადგენელი. ისინი აქცენტს გააკეთებენ შემდეგ თემებზე: როგორ აღიქმება და რა გავლენას ახდენს ევროპა ზოგადად, ევროკავშირი კი უფრო კონკრეტულად, პერიფერიის ქვეყნებისა და საზოგადოებათა ყოველდღიურობაზე.

ასევე გაიმართება ტუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორის, თომას დიესის ლექცია თემაზე: „Ambiguities of Europe: Reimaginations of Identity, Borders and Societal Orders".

სემინარი ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში, პროგრამა Zoom-ის საშუალებით.

დრო: 2021 წლის 29-30 მარტი, 17:00 საათი

დეტალური ინფორმაცია ვორკშოპის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ დღის წესრიგში.

სემინარზე დასწრება თავისუფალია.

ონლაინსემინარის ბმულის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ ფორმა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ღონისძიების ორგანიზატორებს (ანა მიქაუტაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ელფოსტა: ana.mikautadze.1@iliauni.edu.ge ).

ბანერები