ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სემინარები

საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური სემინარი ილიაუნიში

სემინარები

25-26 აპრილს, 09:00-დან 17:30 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ატარებს დოქტორ მიშელ ვინსენტის ფრიქოანალიტიკურ სემინარს სახელწოდებით - "ნარცისიზმი, ნარცისული ორგანიზაცია და მისი მკურნალობის თვისებურებანი".

სემინარის თემები
ნარცისიზმი - ფრანგული სკოლის მიდგომა;
ანალიტიკური ტექნიკის საკითხები - მოზარდთა თერაპიის საწყისი ფაზა;
კლინიკური შემთხვევების განხილვა, ჯგუფური სუპერვიზიები.

მიშელ ვინსენტი ფსიქიატრი, პარიზის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების ნამდვილი წევრი და ტრენინგ-ანალიტიკოსია. ის ფსიქოანალიზს ასწავლიდა ისრაელში, ხორვატიაში, ალჟირში; არის ზაგრების სამედიცინო სკოლის მოწვეული პროფესორი. მიშელ ვინსენტის აქტივობა საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგთან დაკავშირებით მრავალფეროვანია; ის არის: რუმინეთის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების სასპონსორო კომიტეტის წევრი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოანალიზის საზაფხულო სკოლის (ფონდი”თაობა") 2009-2011 წლების მონაწილე.

დოქტორი ვინსენტი 2001 წლიდან ყოველწლიურად მოღვაწეობს აღმოსავლეთ ევროპის ფსიქოანალიზის ინსტიტუტში, როგორც ლექტორი, ასევე - ტრენინგ-ანალიტიკოსია ესტონეთში, ლიტვაში, იტალიაში, რუმინეთში, ოდესაში (2008-2010), ხორვატიაში, ბულგარეთში ჩატარებულ სკოლებში; საქართველოში იმყოფებოდა 2012 წელს.

მას აქვს პუბლიკაციები მოზარდობის პრობლემებზე.

დოქტორ ვინსენტის წიგნი -"მოზარდობის დაავადება - კლინიკური მუშაობა მოზარდებთან და მათ მშობლებთან " - გამოცემულია ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

სემინარის შესახებ
სემინარის საფასურია 160 ლარი. სტუდენტებისთვის გათვალისწინებული ფასდაკლება -  სემინარის საფასურია 100 ლარი.

სემინარი ტარდება ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციის (EFPP) ტრენინგ-პროგრამის ფარგლებში.

საკონტაქტო ინფორმაცია
თამარ აზმაიფარაშვილი, სფფს ზრდასრულთა სექციის კოორდინატორი, ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქოთერაპევტი
ელფოსტა: tamar.azmik@yahoo.com

დრო: 25-26 აპრილი, 09:00-17:30 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)

ბანერები