ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სემინარები

საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში

სემინარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ 6-კრედიტიან სასერტიფიკატო პროგრამაზე „საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში“. სასერტიფიკატო პროგრამა დამტკიცებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ. პროგრამის მიზანია გადაამზადოს სპეციალისტები აუტიზმის სპექტრისა და ნეიროგანვითარების სხვა დარღვევების მქონე ბავშვებთან ქცევის გამოყენებითი ანალიზით სამუშაოდ.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე შეძლებს ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით ნეიროგანვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვსა და მოზარდთან სუპერვიზიის ქვეშ ქცევითი თერაპიის განხორციელებას. სასერტიფიკატო პროგრამა ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების ქცევის ანალიტიკოსთა სასერტიფიკატო საბჭოს (BACB) მიერ რეგისტრირებული ქცევის ტექნიკოსისადმი (RBT) დადგენილ მოთხოვნებს.

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 თვე, საკონტაქტო საათების რაოდენობა: 45 საათი პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას.

ფორმატი: შერეული (დისტანციური და დასწრებული)

პროგრამის დაწყების თარიღი: 27 სექტემბერი, 2021 წელი

ღირებულება: 400 ლარი

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3tHj2OZ

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 389 435

2021 წელი

ბანერები