![ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოება და გამოწვევები უკრაინა-რუსეთის ომის პერიოდში](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/76/cf980858b61d5d3fa763ce5770ea6024_76964.png)
![სემინარი დოქტორანტებისთვისა და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის „პროსპექტუსი, როგორც სადოქტორო კვლევის გეგმა“](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/76/c790566f755770c121875b8f09c4c799_76218.png)
![ვორკშოპი „ქანების წარმოქმნიდან დეგრადაციამდე – თანამედროვე ტექნოლოგიები გეოლოგიური სტაბილურობის კვლევისთვის კლდის ძეგლებზე“](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/75/de5c7374a4059c4ef45a2f0be1fef535_75967.png)
რეგისტრაცია ტრენინგზე VB-MAPP
სემინარები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ ტრენინგზე „ვერბალური ქცევის შეფასება და ჩარევის ძირითადი პრინციპები“.
ტრენინგი განკუთვნილია ქცევითი თერაპევტების, ადრეული ინტერვენციის სპეციალისტებისა და ენისა და მეტყველების განვითარებაზე მომუშავე სპეციალისტებისთვის.
ტრენინგის მონაწილეები:
- გაეცნობიან ვერბალური ქცევის ეტაპების შეფასებისა და პროგრამების შედგენის ინსტრუმენტს VB-MAPP-ს (Verbal Behavior – Milestones Assessment and Placement Program);
- ისწავლიან ამ ინსტრუმენტით ბავშვის შეფასებას;
- შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით შეძლებენ ინდივიდუალური განმავითარებელი პროგრამის შემუშავებას.
ტრენერი: თამარ გვალია, MA ფსიქოლოგიაში, რეგისტრირებული ქცევითი ტექნიკოსი, სუპერვიზორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ქცევის გამოყენებითი ანალიზის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებული
ტრენინგის ხანგრძლივობა: 21 საათი
ტრენინგი ჩატარდება დისტანციურად zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
დაწყების დრო: 24.10.2022
ტრენინგის ღირებულება: 150 ლარი
ტრენინგში მონაწილეობისთვის აუცილებელია აუტიზმის სპექტრის ან განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.
ადგილები შეზღუდულია.
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3LVGBgr
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91
2022 წელი