რეგისტრაცია ABLLS-R ტრენინგზე
სემინარები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ ტრენინგზე ABLLS-R.
შეფასების ინსტრუმენტი ABLLS-R-ი აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევების მქონე ბავშვებში აფასებს ენისა და დასწავლის ბაზისურ უნარებს.
ტრენინგის მონაწილეები
- გაეცნობიან შეფასების ინსტრუმენტ ABLLS-R-ს;
- ისწავლიან ამ ინსტრუმენტით ბავშვის შეფასებას;
- შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით შეძლებენ ინდივიდუალური პროგრამის შემუშავებას.
ტრენინგს ჩაატარებენ ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერები:
- კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სუპერვიზორი სალომე მინდორაშვილი
- განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი, ქეის-მენეჯერი ანი შაყულაშვილი.
ჩატარების დრო: 29/10; 30/10; 05/11; 06/11
მონაწილეთა რაოდენობა: 15
ტრენინგი ჩატარდება ონლაინ. მონაწილეობისთვის აუცილებელია აუტიზმის სპექტრის ან განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.
ტრენინგის ღირებულება: 200 ლარი
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3Ek7Nnk
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით: 595 69 99 91
2022 წელი