ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სემინარები

პროექტი ილიაუნი+ : მიღება უნილაბის დისტანციურ კურსებზე

სემინარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბთან ერთად აცხადებს პროექტის „ილიაუნი+“ გაზაფხულის სემესტრის მონაწილეების შესარჩევ კონკურსს.  

პროექტი განკუთვნილია მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები უნივერსიტეტისგან მიიღებენ სრულ დაფინანსებას და გაივლიან ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის კურსებიდან - Front-end (HTML, CSS), PHP, ICT პროექტების მართვის, გრაფიკული დიზაინისა და ციფრული კომუნიკაციები - ერთ-ერთს.

Პროექტი ტრადიციულად ორ ეტაპად განხორციელდება – (1) პრაქტიკული კურსები სტუდენტებისთვის და (2) რეალურ პროექტზე მუშაობა.

პრაქტიკული კურსების ფარგლებში ლექციები წარიმართება სინქრონულ დისტანციურ (Synchronous distance learning) ფორმატში Google Meet-ის საშუალებით. 14 ლექციის შემდეგ პროექტის მონაწილეები ერთი თვის განმავლობაში საკუთარ პროექტებზე იმუშავებენ. ამ პერიოდში მათ საკონსულტაციო შეხვედრები ექნებათ ლექტორებთან.    

შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის გავლის ხარჯებს სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფინალური პროექტებიდან ჟიური გამოავლენს საუკეთესო პროექტების ავტორებს და მათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სასტიპენდიო ვაუჩერით დააჯილდოვებს.   

 


 პროექტის პირველი ეტაპი

პირველ ეტაპზე შესაძლებლობა გექნებათ, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის 5 პრაქტიკული კურსიდან  აირჩიოთ და გაიაროთ ერთ-ერთი: 


მეორე ეტაპი

პროექტის მეორე ეტაპზე ეტაპზე გადასული მონაწილეები შექმნიან და განახორციელებენ რეალურ პროექტებს კურსის ფარგლებში შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით.

პროექტი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს შემდეგ კატეგორიებში:

  • ვებპროექტი
  • ციფრული კამპანია
  • ვებგვერდი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესო პროექტების ავტორებს გადასცემს სასტიპენდიო ვაუჩერს. ამასთან, მხარს დაუჭერს შერჩეულ პროექტებს შემდგომ განვითარებაში.


ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერი მიმართულების სტუდენტს.


როგორ მიიღო მონაწილეობა პროექტში?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა 2021 წლის 20 მაისის ჩათვლით შეავსო სააპლიკაციო ფორმა და ფორმაში მოცემული სატესტო დავალება. დავალების წარმატებით შესრულების შემდეგ კანდიდანტები გაივლიან მომდევნო შესარჩევ ეტაპს და პირველ სამ ლექციაზე სატესტო დავალებებს შეასრულებენ. 

კურსების სააპლიკაციო ფორმები და სატესტო დავალებები


რატომ უნდა მიიღო პროექტში მონაწილეობა?

გეძლევა შესაძლებლობა:

  • პროექტში მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენო რეალური პროექტის განხორციელებისთვის;
  • დაეუფლო მომავლის პროფესიას, რომელიც დაგეხმარება გახდე ფრილანსერი ან დასაქმდე რომელიმე კომპანიაში;
  • მოიპოვო სტიპენდია ან პროექტის მხრდაჭერა.
2021 წელი
ბანერები