ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სემინარები

პოლიტიკური წიგნიერების სემინარი

სემინარები

3-4 ივნისს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისთვის, საქართველოს აპარატისა და კომიტეტების იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მონაცემების შესწავლაზე, ანალიზსა და ინტერპრეტაციაზე მუშაობენ, პოლიტიკური წიგნიერების 2-დღიანი სემინარი ჩატარდა.  

სემინარის მიზანი იყო ცოდნის გადაცემა წინასაარჩევნო და სხვა ტიპის კვლევების განხორციელების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ.

პოლიტიკური პარტიები უმეტესად დამოკიდებულნი არიან ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ კვლევებზე. კრიტიკის ობიექტები ხშირად კვლევითი და საერთაშორისო ორგანიზაციები ხდებიან. ურთიერთბრალდებების პრაქტიკა თავიდან რომ ავირიდოთ, საჭიროა პოლიტიკურმა პარტიებმა და სამთავრობო ორგანიზაციებმა გააძლიერონ შიდა კვლევითი რესურსები.  

მომხსენებლებს შორის იყვნენ დოქტორი რასა ალისაუსკიენე, "Baltic Surveys/The Gallup Organization"-ის დირექტორი, პროფესორი დოქტორი პიტერ მილერი, ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი და პროფესორი დოქტორი მაიკლ ტრაუგოტი, ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის მსოფლიო ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი.  

სემინარში მონაწილეობდნენ პოლიტიკური პარტიები – ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გირჩი, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო, ლეიბორისტული პარტია, ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები, ასევე საქართველოს პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის თანამშრომლები. 

2021 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები