ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სემინარები

მიღება ბავშვის განვითარების სასერტიფიკატო პროგრამაზე „ქცევის გამოყენებითი ანალიზი“

სემინარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ქცევის ანალიზის პრაქტიკოსებისა და ყველა იმ სპეციალისტისთვის, რომელთაც ქცევის ანალიზის მიმართულებით სურთ ცოდნის გაღრმავება, აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე „ქცევის გამოყენებითი ანალიზი“. პროგრამა აღიარებულია ქცევის ანალიზის საერთაშორისო ასოციაციის მიერ (#51404 BCBA 5th Edition).

8 მოდულისგან შედგენილი სრული პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში პროგრამის მონაწილე მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატების ქცევის ანალიტიკოსთა სასერტიფიკატო საბჭოს მიერ განსაზღვრული ქცევის ანალიტიკოსის საფეხურის შესაბამის თეორიულ ცოდნას.

პროგრამაში გაერთიანებულია შემდეგი მოდულები:

პირველი მოდული: ქცევის გამოყენებითი ანალიზის საფუძვლები – შემოდგომა, 2021;

მეორე მოდული: გაზომვა და ექსპერიმენტული დიზაინი ქცევის ანალიზში – შემოდგომა, 2021;

მესამე მოდული: ქცევის ანალიტიკოსთა ეთიკა 1– გაზაფხული, 2022;

მეოთხე მოდული: ქცევის შეფასება – გაზაფხული, 2022;

მეხუთე მოდული: ქცევის ანალიტიკოსთა ეთიკა 2 – ზაფხული, 2022;

მეექვსე მოდული: ქცევის ცვლილების პროცედურები: უნარების ათვისება – ზაფხული, 2022;

მეშვიდე მოდული: ქცევის ცვლილების პროცედურები: ქცევის შემცირება – შემოდგომა, 2022;

მერვე მოდული: სუპერვიზია და მართვა – შემოდგომა, 2022.

პროგრამა განკუთვნილია მაგისტრის ხარისხის მქონე სპეციალისტებისა და მათთვის, ვინც სწავლობს სამაგისტრო საფეხურის პროგრამებზე.

სწავლის დაწყების თარიღი: 2021 წლის ოქტომბერი

ერთი მოდულის საშუალო ხანგრძლივობა: 10 კვირა (45 საათი)

ერთი მოდულის ღირებულება: 600 ლარი (გამონაკლისია მესამე და მეხუთე მოდულები. თითოეულის ღირებულება შეადგენს 300 ლარს).

მსურველებმა რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი (რომელშიც მითითებული იქნება სასერტიფიკატო კურსის დასახელება) უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: nino.iashvili.3@iliauni.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 577 389 435

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 სექტემბერი.

მონაწილეები შეირჩევიან სამუშაო გამოცდილების, მოტივაციისა და ინგლისური ენის ცოდნის საფუძველზე.

ადგილები შეზღუდულია.

2021 წელი

 

 

ბანერები