ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სემინარები

მედიაწიგნიერების სემინარი

სემინარები

24-25 ივნისს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით რეგიონების ჟურნალისტებისათვის მედიაწიგნიერების 2-დღიანი სემინარი ჩატარდა.

სემინარის მიზანი იყო ტელე და რადიოჟურნალისტებისთვის ცოდნის გადაცემა წინასაარჩევნო და სხვა ტიპის კვლევების გაშუქების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.

დეზინფორმაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ჟურნალისტების პროფესიონალიზმი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაყურებელთა ნდობის მოსაპოვებლად და სანდო საარჩევნო გარემოს შესაქმნელად. ამ მიზნით, ტელე და რადიოჟურნალისტებისთვის აუცილებელია საჭირო ჩვევების განვითარება, რათა კვალიფიციურად გააშუქონ წინასაარჩევნო კვლევები და ეგზიტპოლები. სემინარში მონაწილეობდნენ: კახეთის ხმა, მარნეულის ტელევიზია და რადიო, ახალციხის მე-9 არხი, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი, პირველი არხის თელავის ბიურო, სააგენტო „ქუთაისი დღეს“, ტელეკომპანია „დია“ (გორი), რადიო „ჰერეთი“ და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

მომხსენებლებს შორის იყვნენ Associated Press-ის ჟურნალისტი სოფო მეგრელიძე და thetribune.com-ის რედაქტორი მაკა ანთიძე. სემინარს მოდერაციას უწევდა ფოქს ნიუსის პოლიტიკური პროდუსერი ნანა საჯაია.

2021 წელი

ბანერები