ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სემინარები

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარი

სემინარები

19 მაისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, აკად. გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ელისო ელიზბარაშვილი წაიკითხავს  მოხსენებას: „ხატებისა და რელიკვიების ფუნქცია შუაბიზანტიურ ისტორიულ ნარატივში“.

მოხსენება ეხება VIII-XIII სს-ის ბიზანტიელ ისტორიკოსთა თხზულებებში ასახული ხატებისა და რელიკვიების თაყვანისცემის გამოვლინებებს. რელიკვიებისა (λείψα) და ხატების (εἰκόνα) კულტის განვითარება ერთმანეთისგან განსხვავებულად მიმდინარეობდა, თუმცა ისტორიულ ნარატივებზე დაყრდნობით ხატმებრძოლეობის შემდგომ ეპოქაში ისინი ასევე ასრულებდნენ აპოტროპულ და სამხედრო ფუნქციებს, რაც გარკვეულ პარალელს ჰპოვებს ანტიკურ რიტუალებთან.   

 შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ფორმატში.

დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით ცენტრის ხელმძღვანელს, ნინო ჭიჭინაძეს ელმისამართზე: nino_chichinadze@iliauni.edu.ge რათა გამოგიგზავნოთ ზუმის შეხვედრის ბმული სემინარის დაწყებამდე 1 საათით ადრე.

2021 წელი

ბანერები