


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარი
სემინარები
13 აპრილს, სამშაბათს, 19:00 საათზე, აკად. გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილების ასოცირებული მკვლევარი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი მაჭარაშვილი წაიკითხავს მოხსენებას: „წინამოდერნული ქართული კულტურა – მირაჟი თუ სინამდვილე“.
სემინარზე განხილული იქნება ქართული კულტურისა და იდენტობის ისტორიის საკვანძო საკითხები – არსებობდა თუ არა წინამოდერნულ ისტორიულ ეპოქებში ქართული კულტურის საერთო-საჯარო ფორმები, ანუ აქვს თუ არა ქართველთა ერთობას თავისი „ავთენტური ჭიპი“.
შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ფორმატში.
დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით ცენტრის ხელმძღვანელს, ნინო ჭიჭინაძეს ელმისამართზე: nino_chichinadze@iliauni.edu.ge, რათა გამოგიგზავნოთ ზუმის შეხვედრის ბმული. ბმული გადმოგეგზავნებათ სემინარის დაწყებამდე 1 საათით ადრე.