ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სემინარები

ერაზმუსის დღეები 2021: ვებინარი „რა უნდა გავითვალისწინოთ ვირტუალურ გარემოში სწავლების დროს?“

სემინარები

Erasmus+ დღეების ფარგლებში #ErasmusDays2021, 15 ოქტომბერს, 18:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა თემაზე: „რა უნდა გავითვალისწინოთ ვირტუალურ გარემოში სწავლების დროს?“

შეხვედრაზე დეტალურად განვიხილავთ სასწავლო კურსების ონლაინდაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ვისაუბრებთ როგორც პედაგოგიურ, ასევე ტექნოლოგიურ ასპექტებზე და ყურადღებას გავამახვილებთ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიის საკითხებზე. Შეხვედრა ეწყობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) ფარგლებში. რეკომენდაციები შემუშავებულია პროექტის ევროპელი პარტნიორების მიერ. დეტალურად იხილეთ ვებგვერდი https://lovedistance.eu/

შეხვედრას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე გიგა ხოსიტაშვილი.

სემინარი საინტერესო იქნება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის.

შეხვედრის სამუშაო ენა არის ქართული.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/3kW6KQd

შეხვედრა გაიმართება ონლაინ. რეგისტრაციის შემდეგ შეხვედრის ბმულს მიიღებთ ელექტრონულ ფოსტაზე.

2021 წელი

 

ბანერები