ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სემინარები

ჩეთბოტების აკადემია – კურსი მოსწავლეებისთვის

სემინარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანიმა ჩეთბოტიქსი VIII-XII კლასების მოსწავლეებისთვის იწყებს ახალ პროექტს „ჩეთბოტების აკადემია”. პროექტის მონაწილეებს კვირაში ორჯერ ჩაუტარდებათ ლექციები ნარატივდიზაინზე და შეისწავლიან ჩეთბოტის აწყობას.

ჩეთბოტი თანამედროვე სამყაროს საკმაოდ პოპულარული ხელსაწყოა, რომელსაც მრავალი მიმართულებით იყენებენ. მისი მთავარი ფუნქციაა ადამიანებთან საუბარი და ინფორმაციის მიწოდება. Ჩეთბოტების შექმნას ნარატივდიზაინი ეწოდება. ეს არის უახლესი სპეციალობა, რომელსაც მომავლის პროფესიასაც უწოდებენ.

პროექტის შესახებ

ჩეთბოტების აკადემიაში ჩართული მოსწავლეები ავტომატურად ხდებიან ილიაუნისა და ანიმა ჩეთბოტიქსის კონკურსის „ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა“ iel.iliauni.edu.ge, მონაწილეები, რომლის ფარგლებშიც ისინი შექმნიან მსოფლიო ლიტერატურის ავტორების, მათი ნაწარმოების ან პერსონაჟების ქართულენოვან ჩეთბოტებს.

კურსის ხანგრძლივობა: 12 შეხვედრა, კვირაში ორჯერ – ორშაბათსა და ოთხშაბათს, 20:00 საათზე, Google meet-ის საშუალებით.

კურსის დაწყების თარიღი: 5 ივლისი

კურსის სილაბუსი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/3dnjElZ

როგორ გავხდეთ პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3vWD9Z3

რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 4 ივლისი

სწრაფი ბმულები

 
2021 წელი
ბანერები