ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლე

სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მაგისტრობის კანდიდატებისათვის 2019 წლის 24 მაისს და 1 ივნისს საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/isulawmaster

რა ინფორმაციას მიიღებთ საინფორმაციო შეხვედრაზე?

სამართლის სკოლის საინფორმაციო შეხვედრაზე თქვენ შეხვდებით სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამის წარმომადგენლებს და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას:

  • რა პროგრამებზე ექნება მიღება 2019 წელს სამართლის სკოლას;
  • როგორ უნდა დარეგისტრირდეთ ილიაუნის სამაგისტრო პროგრამებზე;
  • როგორ არჩევს ილიაუნის სამართლის სკოლა მაგისტრობის კანდიდატებს;
  • რას ისწავლით და ვინ გასწავლით თქვენ მიერ შერჩეულ სამაგისტრო პროგრამებზე;
  • რომელი გაცვლითი პროგრამებით შეგიძლიათ სარგებლობა სწავლის განმავლობაში.

დრო:

  • 24 მაისი, 18:30 საათი
  • 1 ივნისი, 14:00 საათი

შენიშვნა: თქვენთვის სასურველი თარიღი უნდა აირჩიოთ რეგისტრაციისას.

ადგილი: წიგნის სახლი „ლიგამუსი“,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის N32

დასწრება თავისუფალია.


 

 საკონტაქტო ინფორმაცია

032 2 22 00 09 (352)

pr@iliauni.edu.ge

ბანერები