ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლე

პირველკურსელთა რეგისტრაცია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2016 წლის 1-ლი სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართებზე:

  • ბიზნესის სკოლა - ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი E207, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-18:00 საათი;
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი - ჭავჭავაძის გამზირი №32, ოთახი C206 (შესასვლელი ფალიაშვილის ქუჩიდან), ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-18:00 საათი;
  • სამართლის სკოლა - ჭავჭავაძის გამზირი №32, ოთახი C305 (შესასვლელი ფალიაშვილის ქუჩიდან), ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-18:00 საათი;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი - მ. თამარაშვილის ქუჩა №4, ოთახი H120, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-18:00 საათი.

რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის - სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
დ) 1 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).

2016-2017 სასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე რეგისტრაციაგავლილ აბიტურიენტებს ხელშეკრულება გაუფორმდებათ არაუგვიანეს 2016 წლის 22 სექტემბრისა.

გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას!

ბანერები