ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

სასერტიფიკატო კურსი „საჯარო გამოსვლისა და კომუნიკაციის ხელოვნება“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი და ილიაუნის თეატრი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე „საჯარო გამოსვლისა და კომუნიკაციის ხელოვნება“.

კურსის მიზანია მონაწილეებს განუვითაროს საჯარო გამოსვლისა და ადამიანებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

პროგრამა ეფუძნება ფსიქოლოგიას, სხეულზე ორიენტირებულ პრაქტიკასა და დრამას. პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მონაწილეები სწავლის პროცესშივე გაიუმჯობესებენ საჯარო გამოსვლისა და კომუნიკაციის უნარებს. კურსის განმავლობაში მონაწილეები თეატრის სცენაზე იმუშავებენ საჯარო გამოსვლასთან დაკავშირებული შფოთვის დაძლევაზე, თავდაჯერებულობაზე, სათქმელის მკაფიოდ და დამაჯერებლად გადმოცემასა და მსმენელებზე/მაყურებელზე გავლენის მოხდენაზე.

კურსს გაუძღვება ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მაგისტრი საბა ჩიხლაძე.

ღირებულება: 600 ლარი (შესაძლებელია საფასურის განაწილება)
სწავლის ხანგრძლივობა: 4 კვირა
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 ნოემბერი, 2026

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი

შეხვედრების განრიგი:

24 ნოემბერი

19:00-21:00

28 ნოემბერი

13:00-15:00

1 დეკემბერი

19:00-21:00

5 დეკემბერი

13:00-15:00

8 დეკემბერი

19:00-21:00

12 დეკემბერი

13:00-15:00

15 დეკემბერი

19:00-21:00

19 დეკემბერი

13:00-15:00


2026

ბანერები