ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ცხადდება მიღება სასერტიფიკატო კურსზე „ღვინის ტურიზმი და საოჯახო მეღვინეობა“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე „ღვინის ტურიზმი და საოჯახო მეღვინეობა“.

კურსს გაუძღვება შოთა შერმადინი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მეღვინეობა „შერმადინის“ დამფუძნებელი.

კურსის მიზანია მსმენელმა შეიძინოს ცოდნა ღვინოთმცოდნეობაში, ასევე გაეცნოს ქართული და საერთაშორისო ღვინის ბაზრის ვითარებას.

მსმენელი გაეცნობა ბიომევენახეობას, ტრადიციულსა და თანამედროვე მეღვინეობას, ასევე ღვინის, მათ შორის ქვევრის ღვინის, დაყენების მეთოდებს, საოჯახო მარნების მშენებლობის თავისებურებებს, ღვინის დეგუსტაციის სპეციფიკასა და ღვინის ტურიზმის პერსპექტივებს.

შეისწავლის შემდეგ საკითხებს:

  • მევენახეობის შესავალი;
  • ბიომევენახეობა;
  • ყველაფერი ქვევრის შესახებ;
  • ღვინის დაყენება ქვევრში;
  • მარნის მშენებლობის თავისებურებები;
  • საქართველოში წარმოებული ღვინის ტიპები და ღვინის ქართული საწარმოები;
  • ღვინის დეგუსტაციის თეორია და პრაქტიკა;
  • ღვინის ტურიზმი;
  • ღვინის ბაზრის ზოგადი მიმოხილვა;
  • მსოფლიო მეღვინეობა.

კურსის პრაქტიკულ ნაწილში ადგილზე გაეცნობა საოჯახო მარნის მოწყობის სპეციფიკას.

კურსის ხანგრძლივობა – 2 თვე

საფასური – 1000 ლარი

დაწყების თარიღი: 10 დეკემბერი

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 4 დეკემბერი

სარეგისტრაციო ბმული.

ტრენინგი ჩატარდება კვირაში ორჯერ, ორშაბათს და ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰიბრიდული ფორმატით. ზუსტი ადგილმდებარეობა ეცნობება დარეგისტრირებულ მსმენელს. 

2026

 

 

ბანერები