ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: რევაზ სოლომონიას საჯარო ლექცია - ”მიტოქონდრიები და მეხსიერება”

ღონისძიებები

2 აპრილს ხუთშაბათს, 17:00 საათზე,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე სრულ პროფესორთან, რევაზ სოლომონიასთან.

საუბრის თემა: მიტოქონდრიები და მეხსიერება - აქვს თუ არა მიტოქონდრიებს, ენერგიით უზრუნველყოფის გარდა, სხვა როლი ნერვული სისტემის ფუნქციობაში?

მოხსენებაში განხილული იქნება ის მოლეკულური ცვლილებები, რომლებსაც ადგილი აქვს წიწილებში მხედველობითი შთაბეჭდვის მეხსიერების ჩამოყალიბების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მიტოქონდრიული პროტეომის ცვლილებებს და პრობლემას: აქვს თუ არა მიტოქონდრიებს, ენერგიით უზრუნველყოფის გარდა, სხვა როლი ნერვული სისტემის ფუნქციობაში?

შეხვედრის დრო: 2 აპრილი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის სამეცნიერო კაფე,  E 207 აუდიტორია

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები